
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ – თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით საქართველოს პარლამენტთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილება, არის რუსული.
“შარშან, მარტში ერთად ვიბრძოლეთ და შევაჩერეთ “ქართული ოცნების” საბოტაჟი და დღეს საქართველო არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც ვერ ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და შეუქცევადად ვაქციოთ ჩვენი ევროპული მომავალი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამას ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია სჭირდება.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას მიეცით ხმა უკანასკნელ არჩევნებში, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ – თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით საქართველოს პარლამენტთან დღეს და უთხარით არა რუსულ კანონს და კი თქვენი შვილების ევროპულ მომავალს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს