
ავტორი
Front News საქართველო
ცალსახად მინდა, ვთქვა და გამოვრიცხო ყველანაირი საერთო სიის ფორმირება “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი ორპოლუსიანია, რითაც “ქართული ოცნება” და რუსეთი სარგებლობს.
“ცალსახად მინდა, ვთქვა და გამოვრიცხო ყველანაირი საერთო სიის ფორმირება “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას არ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია არის ცალსახა.
“ქართული ოცნება” და რუსეთი დიდი ხანია, სარგებლობს იმით, რომ პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში არის ორპოლუსიანი. ეს ორპოლუსიანობა უნდა დაიშალოს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს