Logo

სალომე სამადაშვილი – ცხადია, არცერთი საკუთარი რეპუტაციის მომფრთხილებელი საერთაშორისო ექსპერტი არ მოიტყუება არავის გამო

პოლიტიკა
1546
Frontnews image description

ცხადია, არცერთი საკუთარი რეპუტაციის მომფრთხილებელი საერთაშორისო ექსპერტი არ მოიტყუება არავის გამო,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა  სალომე სამადაშვილმა  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, გაუგებარია  ხელისუფლების დამოკიდებულება საერთაშორისო ექსპერტების მიმართ და იმაზე საუბარი, რომ ექსპერტები შეიძლება იტყუებოდნენ.  

 

“საქართველოს ყველა მოქალაქე,  ალბათ,  ძალიან დიდ უხერხულობას გრძნობდა იმის დამოკიდებულობის  გამო, რაც ახლდა საერთაშორისო ექსპერტების დაშვების საკითხს. პირველ რიგში,  რაც არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადასაწყვეტად, არის გამჭვირვალეობა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა არის გამოწვევები და რა რეაგირება უნდა იყოს მასზე.  ცხადია, არცერთი საკუთარი რეპუტაციის მომფრთხილებელი საერთაშორისო ექსპერტი არ მოიტყუება არავის გამო. როდესაც ამ ხალხმა თავისი რეპუტაცია დადო ამ საქმეში და ჩამოვიდა და თქვა, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა შესაბამის პროცესში, გაუხსენი კარი. 

 

მითუმეტეს, რომ ყველა საერთაშორისო განცხადება, რომელიც კეთდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას ეკისრება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

 

ამერიკელ ნობელიანტ ექიმს ჯეიმს კოლის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება თითქმის ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ, მხოლოდ მაშინ მისცა, როდესაც ის უკვე ქვეყნის დატოვებას გეგმავდა, თუმცა ექიმი კობი საქართველოში დარჩა, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და მისი მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო კვლევები დანიშნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები