
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ქართული სახელმწიფოს საყრდენი რჩება ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომელსაც ინსტიტუციური ლეგიტიმაცია აქვს და მეორე მხრივ, გამარჯვებული პარტიები, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სამ მთავარ ამოცანაზე ერთობლივად მოქმედებს.
” დღეს ქართული სახელმწიფოს საყრდენი რჩება ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომელსაც ინსტიტუციური ლეგიტიმაცია აქვს და მეორე მხრივ, გამარჯვებული პარტიები, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ფორმირება არჩევნები, რომ არ გაეყალბებინა რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილს.
ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ. რამდენიმე ამოცანა გვაქვს: პირველი – ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს, მეორე – დაინიშნოს ახალი არჩევნები და მესამე – იმ საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – განაცხადა სალომე სამადაშვილი.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს