
ავტორი
Front News საქართველო
ამ მთავრობით ვერც დეოლიგარქიზაციას მოვახდენთ და ვერც დეპოლარიაზაციას, ამიტომ ეროვნული თანხმობის იდეა ძალიან მომწონს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციებითა და გარედან პარტნიორების მხარდაჭერით მთავრობა დათმობებზე უნდა წამოიყვანონ.
“ხელისუფლება არ აპირებს არანაირი რეკომენდაციების შესრულებას, ამიტონ ჩვენ, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს დროში უნდა შევცვალოთ პოლიტიკური სტრუქტურა.
დეოლიგარქიზაციაზე როდესაც არის საუბარი, ამ მთავრობით ვერც დეოლიგარქიზაციას მოვახდენთ და ვერც დეპოლარიაზაციას, ამიტომ ეროვნული თანხმობის იდეა მე ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მარტივად არ წამოვა ამ დათმობებზე. ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ შიდა წნეხიც, საერთაშორისო პარტნიორების წნეხიც და საბოლოოდ მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც გვჭირდება ამ პროცესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს