Logo

სალომე სამადაშვილი – ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, მათ შორის ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ვესაუბროთ კიდევ უფრო მეტ ხალხს

პოლიტიკა
01.04.2025 / 22:47
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი არ დაიშურებს ძალისხმევას ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამართლებრივი დევნისთვის და ხვალ რა ფორმით გადაწყვეტს ამის განხორციელებას, არ ვიცი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, მათ შორის ვაპირებთ, რომ ძალიან აქტიურად ვესაუბროთ კიდევ უფრო მეტ ხალხს. ჩვენ სხვა ინსტრუმენტი გარდა ხალხთან საუბრისა, არ გვაქვს. ეს არის ის დაკვეთა, რაც არის ხალხისგან. ამის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ამ საპროტესტო მოძრაობებში. ეს პროტესტი არის საზოგადოებრივი იმიტომ, რომ ამ პროტესტს პოლიტიკური თავი რომ ვერ მოუძებნა ივანიშვილმა, ეს შეიძლება მხოლოდ უპირატესობად ჩავთვალოთ იმიტომ, რომ უფრო მარტივი სამიზნე გახდებოდა ეს პროტესტი, რომ არ იყოს ნამდვილი სახალხო პროტესტი.

ამის პარალელურად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა ფორმატებში, სადაც არის შესაძლებელი კოორდინაცია. ძალიან მნიშვნელოვანი  კომპონენტი, რაზეც ჩვენ ერთობლივად წარმატებით ვმუშაობთ, ეს არის საერთაშორისო ფრონტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი არ დაიშურებს ძალისხმევას ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის სამართლებრივი დევნისთვის და ხვალ რა ფორმით გადაწყვეტს ამის განხორციელებას, არ ვიცი. ერთი რამ ფაქტია, წლებია, ამ ადამიანებს დევნიან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement