სალომე სამადაშვილი – ვერ ვხედავ შერიგებისთვის მზადყოფნას „ქართული ოცნების“ მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
მე მომწონს ის სიტყვები, რაც გააჟღერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ვერ ვხედავ შერიგებისთვის მზადყოფნას “ქართული ოცნების” მხრიდან – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში მხოლოდ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს ხედავს.
“ეროვნული შერიგების თუ თანხმობის პროცესი ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. როდესაც ჩვენ მოლაპარაკების გრძელი რაუნდები გვქონდა მიშელის დოკუმენტზე მუშაობისას, არაერთხელ დამისვამს ეს საკითხი, რომ ჩვენ რეალურად რომ წინ წავიდეთ გვჭირდება უფრო ფართომასშტაბიანი ეროვნული შეთანხმება. ამიტომ თავისთავად, ამ განცხადებაში მე მხოლოდ პოზიტიურს ვხედავ, მაგრამ აქ არის მეორე მხარე. ყველანაირ შეთანხმებას ჭირდება ორივე მხარის თანხმობა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორ მოექცა „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა მასში, გარდა ამისა, ამ დოკუმენტის უკან დგანან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირები უმაღლეს პოლიტიურ დონეზე. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს ქართულ შიდა პოლიტიკაში ისეთი, რომ ჩვენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უშუალო ჩართულობა მივიღოთ პროცესში. ეს უნიკალური მოვლენა იყო თავისთვად…
„ქართულ ოცნებას“ დღეს სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს, არ აქვს მანდატი რომ მმართველი პარტიის სახელით ისაუბროს. ამ პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი კი ქალბატონი თეა წულუკიანი გასულ კვირას პარლამენტში გვემუქრებოდა და და ძალიან დიდ გულისტკივის აფიქსირებდა, რომ საკმარისად შურის არ იძია „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებზე…
აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ შერიგებისთვის მზადყოფნას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვხედავ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს ნებისმიერ ფასად. ამ ფასში შედის პოლიტიკური ოპონენტების დევნაც, განადგურების მცდელობაც, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობების მინიმალურ ნიშნულამდე დაყვანა”, – განაცხადა სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
