სალომე სამადაშვილი – ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით, აძლიერებს რუსეთის პოზიციებს

ავტორი
Front News საქართველო
ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით, აძლიერებს რუსეთის პოზიციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის რეალური ამოცანაა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შეჩერება.
“არანაირი ილუზია რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს, რომ ნატო დაუბრუნდება 1997 წლების პოზიციებს და მართლაც გადახედავს საკუთარი ძალების განლაგებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კი გადახედავს ამას ნატო აუცილებლად, მაგრამ პირიქით, გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, ნატო უკან არ დაიხევს. მაგრამ ეს არის ზუსტად რუსეთს ტაქტიკა, რომ მოითხოვოს ბევრი და საბოლოდ მიიღოს ის, რაც მას უნდა. ამ ეტაპზე მისი ამოცანაა, რომ გაიყინოს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გზავნილებს, სამადაშვილის თქმით, მან ისაუბრა, რომ ნატო-ში გაწევრიანებისათის დაბრკოლებას წარმოადგენს დემოკრატიის მიმართულებით არსებული პრობლემები, რაც საყურადღებოა საქართველოსთვის.
“როდესაც რუსეთი ცდილობს რომ გაყინოს პროცესი და შენ გაქვს ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით, ეს თავისთავად აძლიერებს რუსეთს პოზიციებს. სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს ნატოში ყოველთის შეუძლეიათ თქვან – სად არის ამ ქვეყნის დემოკრატია? და რომ ეს არის ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობის ქვეყანა”, – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




