
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სამადაშვილის თქმით, ვახტანგ გომელაური არ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ სცემეს ირაკლი კუპრაძე.
“შს მინისტრი არ სცემს პასუხს შეკითხვაზე, ირაკლი კუპრაძე რატომ სცემა პოლიციამ, რატომ გაიტაცეს და სასამართლოზე რატომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომ კუპრაძემ რამე დააშავა. პაპუაშვილი, რომელიც ითვლის უკანასკნელ დღეებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის გაგივათ, ქართველი ბავშვების ცემა არ გაგივათ, როდიონოვი ვერ გახდებით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს