სალომე ზურაბიშვილი – 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით


ავტორი
Front News საქართველო
31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება დღე, როცა ყველა ერთად ეტყვის უარს საბჭოთა დროს.
“მინდა ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და კი ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
31 მარტს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა