Logo

სალომე ზურაბიშვილი - აქტივისტების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის

პოლიტიკა
217
Frontnews image description

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას ეხმაურება.

"აქტივისტების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

მისივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Advertisement