Logo

სალომე ზურაბიშვილი - ამ გადაადგილებებით ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო, სანდო და საყრდენი

პოლიტიკა
406
Frontnews image description

სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამ გადაადგილებებით ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო, სანდო და საყრდენი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პირველი წრე, რომელიც ივანიშვილს ამაგრებდა აქამდე, იშლება და სისტემაში რყევებია.

"26 მაისი იზეიმა საქართველოს მოსახლეობამ, აჩვენა პროტესტის ძალა. რუსთაველი იყო პროტესტის გამოხატულება მთელი დღე. მინდა, მადლობა მოვახსენო 26 მაისის კომიტეტს ამ დღის ორგანიზებისთვის. 

ჩვენი პარტნიორებისგან მრავალრიცხოვანი მოლოცვები წამოვიდა, რაც მიმართული იყო ჩვენი საზოგადოებისადმი და ყველა გვამხნევებდა ამ ხანგრძლივ ბრძოლაში.  

გუშინ წინააღმდეგობის პლატფორმას შეხვედრა ჰქონდა ევროპარლამენტის მისიასთან და მათთან ერთად კიდევ გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა, პოლიტიკური ლიდერების დაჭერები და ასევე გავიარეთ პლატფორმის შექმნა, რაც პასუხობს იმ მოთხოვნას ჩვენი პარტნიორებისგან, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც დაანახებს საზოგადოებას, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის, ჩააბაროს ძალაუფლებაც და არჩევნებიც. 

ამ ჩამოშლის პროცესს დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ. ის პირველი წრე, რომელიც ივანიშვილს ამაგრებდა აქამდე, იშლება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და მეორე მხრივ, რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო, სანდო და საყრდენი. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. 

ისიც ნათელია, რომ იკარგება პარტნიორობა ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან. აშშ-სთან წერილების გაცვლაც არის იმის მაჩვენებელი, რომ  დალაგების იმედები ქრება ძალიან სწრაფად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement