სალომე ზურაბიშვილი – ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა

ავტორი
Front News საქართველო
ამ ღამეს თბილისის ქუჩებში იმ მოქალაქეებს დასდევენ, რომლებიც ტერორს გაურბიან, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან.
“ტერორი საქართველოში: ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა – დასდევენ ქუჩებში მოქალაქეებს, რომლებიც ტერორს გაურბიან, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს… ამტვრევენ ოპოზიციის ოფისების კარებს რეიდების მოსაწყობად და იქ მყოფი პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




