
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ.
მისივე თქმით, კანონი არის რუსული და რუსულად დარჩება.
“გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა – ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც აქვთ რაღაც შენიშვნები და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება.
ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი – არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს