სალომე ზურაბიშვილი – აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ, ხვალ, 10:00 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ღამეს ორბელიანების სასახლეში გაატარებს, სადაც ხვალ, 10:00 საათისთვის ელოდება ყველას.
მისივე თქმით, ხვალ იტყვის, როგორი იქნება შემდეგი დღეები.
“მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები”, – აცხადებს პრეზიდენტი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




