Logo

სალომე ზურაბიშვილი – არ არის მიზანშეწონილი, საპატრიარქოს პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს!

პოლიტიკა
597
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

“პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე  პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

 

ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

<div class=”fb-post” data-href=”https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid02QHEenjWSrUQsb5XFAZbj2MPv3LpqMr7Hhf6EuCjqDUjLVttFe4r3gT5G4GktMGJtl” data-width=”500″ data-show-text=”true”></div>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები