სალომე ზურაბიშვილი - არ არსებობს არც თავისუფლება, არც კეთილდღეობა, არც მშვიდობა რუსეთთან ერთად, ამიტომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის


ავტორი
Front News საქართველო
არ არსებობს არც თავისუფლება, არც კეთილდღეობა, არც მშვიდობა რუსეთთან ერთად, ამიტომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის გზაზე დაბრუნება გარდაუვალია.
“არავის არ სჭირდება ტყუილი სიტყვები. არავის არ სჭირდება ის, რაც გულიდან არ მოდის. ეს, რაც ხდება ჩვენ შორის არის. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან.
არ არსებობს არც თავისუფლება, არც კეთილდღეობა, არც მშვიდობა რუსეთთან ერთად. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის. ეს გზა იმდენად ნათელია, რომ ეს ხალხი მოდის აქ საკუთარი ნებით – მათ არავინ მოუწოდებს. ისინი მოდიან, დგანან, იბრძვიან და ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ევროპის გზაზე დაბრუნება აბსოლუტურად გარდაუვალია და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება.
ეს არის ის დღე, როცა ყველამ ერთად უნდა ვთქვათ: ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა არასოდეს არის მოცემული სამუდამოდ.
ჩვენ ვიცით, რამდენი იბრძოლეს ჩვენი წინაპრებმა. სწორედ ამიტომ, ვალდებულები ვართ დავიცვათ ის, რაც მათ დაგვიტოვეს.
რაც შეეხება მორიგ დაანონსებულ აქციას, 26 მაისი ეს არის დღე, როცა მთელი მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო ყოველთვის დაიცავს თავის არჩევანს.
დემოკრატიის განადგურების საფრთხე ნიშნავს ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურების საფრთხეს. ეს ის განცდაა, რასაც ყველანი შინაგანად ვგრძნობთ და რასაც არ დავუშვებთ. სწორედ ამიტომ, ხალხის აქ დგომა არის ძლიერი, გაუტეხელი და მტკიცე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი