სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ თუ ერთი აგური სამართლის დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩანს, რომ ეს სასამართლო არის მართული. ეს ერთი აგური არ ნიშნავს იმას, რომ სხვები დამნაშავეები არიან. ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ არავინაა დამნაშავე. ეს ხრიკები კი რუსული პრაქტიკიდანაა ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბრძოლველი კიდევ რჩება.
"მინდა საზოგადოებას, რომელიც ეს დღეები ასეთ ემოციებშია, მივულოცო დღევანდელი ეს ერთი აგური სამართლისკენ გადადგმული. ეს არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც ყველას გვჭირდება. თუმცა, არ შეიძლება ამის გამო დავივიწყოთ, რომ თუ ერთი აგური სამართლის დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის. არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ. ყველა ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები.
დღეს ჩანს, რომ ეს სასამართლო არის მართული. ეს ერთი აგური არ ნიშნავს იმას, რომ სხვები დამნაშავეები არიან. ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ არავინაა დამნაშავე. ეს ხრიკები კი რუსული პრაქტიკიდანაა ცნობილი. რჩება საბრძოლველი, სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. დღეს დღის პირველ ნახევარში ვნახეთ მოსამართლე შუშის თვალებით, რაც გვიჩვენებს, რომ ეს არის მართული სასამართლო. მოვა დრო და საქართველოს ექნება სამართლიანი სასამართლო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს