Logo

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე

პოლიტიკა
01.07.2023 / 18:19
Frontnews image description

არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, ისინი არიან ომის პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

“ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ ომი კონტინენტზე აღარ ყოფილიყო. ეს არის პირველი ორგანიზაცია, სადაც ყველას უნდა გაწევრიანება თავისი ნებით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა თავში გირტყამს და ვიღაცა გაძალებს, არამედ იმიტომ რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამისი მაგალითი. ჩვენს ხალხს ეს უნდა.

 

ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით, რაც ასევე საჯაროდ გავიგონეთ, არის ის, რომ “ერთი პოზიტიური სიგნალი მაინც მოგვეცით ამ წლის ბოლომდე“. ყველაფერი ღია არის და ჩვენ რეალურად ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს ხელში მისცე რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი. მე მგონი, ეს სრულიად გათვითცნობიერებულია, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი მომეცი იმისთვის, რომ მე ეს შევძლო და გაგიფორმო და პირიქით, ანტისიგნალები არ მომცე, როგორიც არის რუსული კანონი, ცესკო-ს კანონი, თავის დროზე, როგორიც იყო მოსმენების კანონი და ა.შ. ე.ი. ის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო, რომელიც იქნება ჩემთვის კონტრსიგნალი. ჩემი როლიც იმაშია, რომ ყველა ნაბიჯზე, მართალია მე ვერ ვაჩერებ იმ ბერკეტით, რომ არ მაქვს მაქვს ის ხმები, პარლამენტს არ აქვს ის ხმები, რომ შეეწინააღმდეგოს და ეს კანონები დაძლეული არ იყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement