
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დადგა დრო ევროპამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღოს.
“კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეთ. ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინდივიდუალური შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს არ განსაზღვრავს.
როგორც Bloomberg წერს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, კომენტარს არ აკეთებს თავის გეგმებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ “ინდივიდუალური შემთხვევა ჩვენს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს