Logo

სალომე ზურაბიშვილი – არავის არავინ არ აურჩევია, არაფერი არ მომხდარა

პოლიტიკა
586
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის მონაწილეებს შეხვდა, რომელმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქმიანობას აგრძელებს.

“მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ჩვენი შვილები ვინც აქ დგას, დგას ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე.

არავის არავინ არ აურჩევია. არაფერი არ მომხდარა. საქმიანობას ვაგრძელებ აბა რას ვაკეთებ?!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კითხვის საპასუხოდ.

ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ფოტო: MO SE

Advertisement