
ავტორი
Front News საქართველო
არის ალბათ, კი ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი ამ დე ოლიგარქის კანონზე არ არის რაღაც, რომ ინდივიდუალურად, რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს რომ მიიღოს მეტი გავლენა.
არის ალბათ, კი, ოლიგარქი იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. სისტემის არგამჭვირვალეობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა და ა.შ.”, – განაცხადა ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს