სალომე ზურაბიშვილი – ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს “თანამდებობის პირების” აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს “თანამდებობის პირების” აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომასთან დაკავშირებით წერს.
“ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს “თანამდებობის პირების” აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!
ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ ვიცოდეთ უნდა!
ევროპისკენ რომ არ მიდიხართ, გავიგეთ, მაგრამ “ღირსეულად” რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც???
დღეს ეს არის მთავარი კითხვა «to be or not to be?» ვართ თუ არა მზად ამათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი “კომპეტენტურ ორგანოებს”.. და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მენეჯმენტს ურჩევს, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართონ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს