სალომე ზურაბიშვილი – ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პია ლისა კაუმას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღშფოთებას იწვევს.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში აღშფოთებას იწვევს იმ ადამიანებში, რომლებიც თბილისის ქუჩებში ორმოცი დღეა, დგანან და გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ შეტრიალებას აპროტესტებენ.
ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისს ვერ მოაგვარებს, ამის გაკეთება მხოლოდ არჩევნებს შეუძლია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პია ლისა კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს