სალომე ზურაბიშვილი - ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რა ხდება ქვეყანაში.
"ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფებიან დღეს, რომელიც პარანოიული მდგომარეობაა, კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია. ვერავინ ვერ იტყვის, ეს დასასრული ეტაპი ჩქარა დამთავრდება თუ გაგრძელდება, გაიწელება. მათი ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, მართლაც ასეთი დაჟინებული რეპრესია სულ არაფრისთვის აჩვენებს იმას, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში. ეს ჩანს ასევე იმაში, რომ ვიღაცებს უკვე სჯიან შიგნიდან. ეს ხომ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება იყოს აღქმული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აქამდე ყველაფერზე კითხვის, ეჭვის, სინდისის გარეშე მიყვებოდნენ. ახლა ხვდებიან, რომ თურმე, მეც შემიძლია აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, როგორიც გუშინ ვნახეთ. ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ. გაძლება ადვილი არ არის, მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის. პოლიტიკოსები შეიძლება კიდევ უფრო გამძლე იყვნენ იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა იყვნენ. იმ ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო რთულია გაძლება. გამძლეობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტში არიან და აგრძელებენ ამ ქუჩის პროტესტს ისე, რომ ვერ გადაიყვანა ხელისუფლებამ იმ აჯანყების ფორმატში, რაც მათი ერთ-ერთი მიზანია.
დღევანდელ სიტუაციას მე მგონი, პოლიტიკური სპექტრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, რაც ეხება საზოგადოებას, მგონი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლაც ხვდება, თუ რა არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. ნაწილ საზოგადოებაში ასევე, დამკვიდრდა ერთგვარი შიში. ამიტომ, შეიძლება, ამ განცდების გამოხატვა ნაკლებად ჩანს და არ არის გამოტანილი გარეთ, დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავს, რაც ხდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს