
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ბერლინის კედელთან იმყოფებოდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბერლინის კედელი ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
“ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს