სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის; ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.
თაგები:





