Logo

სალომე ზურაბიშვილი – ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
1043
Frontnews image description

ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.   

 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. 

 

“ის, რომ მე დღეს აქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ ბრმა ოპოტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა მე  ვთვლი, რომ საქართველოს  აქვს  უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა  და ამისთვის უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ.

 

გადაწყვეტილება,  რაც იქნება ხვალ მიღებული, იქნება იმის მიხედვით, თუ რა გავაკეთეთ ამ ბოლო წელს. მე გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ვიყავით პეტრაში, ბათუმში, სადაც მე ჩამოვიყვანე შარლ მიშელი, ზელენსკი  და მაია სანდუ, ვიყავით ჩვენ წამყვანი ძალა ამ ტრიოსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებას, პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე ზეწოლა არ უწყობს ხელს პრეზიდენტის მიერ  დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები