სალომე ზურაბიშვილი – ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე


ავტორი
Front News საქართველო
მე გამოსაჩენად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე, – ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში უნივერსიტეტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, შიდა პროტესტის პარალელურად იზრდება მხარდაჭერა როგორც ევროპაში ასევე აშშ-შიც.
“ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი ევროპული. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასოდეს მარცხდება ქართველი. ყველას მინდა გისურვოთ გამძლეობა.
მე გამოსაჩენად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ, რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე და ეს ბოლო არის საქართველოს გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს