
ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნება, – ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს”, – წერს ზურაბიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
განხილვას “ქართული ოცნების” მხრიდან ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს