
ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიიის ლიდერის განცხადებას, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას იმიტომ არ უერთდებიან, რომ აქცია ორგანიზებული არაა.
ზურაბიშვილი თქმით, აქცია თავისუფალი ადამიანების ნების გამოხატვაა და ეს უნდა ვისწავლოთ.
“ჩემთვის აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამიყვანას. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ეს უნდა ვისწავლოთ, ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ ამას ხელი არ შეუშალოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, დაესწრება თუ არა 20 ივნისის აქციას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იქ, სადაც პოლიტიკური მხარეები იკრიბებიან, ის ვერ მივა, რადგან პრეზიდენტი ნეიტრალური ფიგურაა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს