სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, ჩვენი გამოსავალი არის ერთიანობა


ავტორი
Front News საქართველო
ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც შემოგდებულია "ქართული ოცნების" მიერ, იმისთვის რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია. იმისთვის, რომ დააპირისპიროს არარსებული არჩევნების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე აბსურდია ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს.
"მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე ამ არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია და დასუსტდა პროტესტი. არჩევნებში მონაწილე მხარე ხომ წარუმატებლობით დაამთავრებს, იმიტომ რომ არ არსებობს წარმატების ფორმულა, თვითონ მონაწილეობის მომხრე პარტიებიც არ აცხადებენ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს.
ბოიკოტი, როგორც პროტესტი - განცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის ძალიან კარგად და ამაზე ვისაუბრე ახლა. მაგრამ, ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს - ესეც აბსურდი არის. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რაიმე გამარჯვება. ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. რადგან, შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომ იყვნენ ამის მოწინააღმდეგეებიც კი და თუ დათვლადი იქნება ეს ბოიკოტი, შეიძლება რეჟიმს ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება და საერთოდ დიქტატორულ ქვეყნებში ბოიკოტის კამპანიები.
ასე რომ, ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ერთის მხრივ ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და მეორეს მხრივ ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს და ალბათ თქვენც. ჩვენი გამოსავალი რა არის, რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს, ერთიანობა და ყველაფერი ის რაც ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩას და უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები რაც გააჩნია უკვე ჩამოშლილ "ოცნების" რეჟიმს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს