სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა, გაჩერებულია

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა, გაჩერებულია. ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "MEGOBARI აქტი" და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იზოლაციაში შედის.
"MEGOBARI აქტი " და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.
ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის გზა ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს, ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა, გაჩერებულია.
ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს.
ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია "MEGOBARI აქტი ". ეს ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი "ქართული ოცნება” და ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას.
ამიტომ, ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მისთვის არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება თავს უშველოს, ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




