
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გაწევრიანება, როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, საქართველო რუსეთს ომს ვერასდროს მოუგებს,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
“ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი იარაღი, გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სამხედრო წვრთნა, მათ შორის NATO-ს სწავლებები სულ რაღაც ერთი თვის წინ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აზრით, საქართველო ინტეგრაციის პროცესში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გაწევრიანება, როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას, რადგან ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, მოვიგოთ ომი რუსეთთან”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს