Logo

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის

პოლიტიკა
08.06.2022 / 16:27
Frontnews image description

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ და როდის დანიშნავს ელჩს. 

 

“დღეს იტალიაში, ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

Advertisement