სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი მომავალი საერთოა, ჩვენ, ასევე ვიმსახურებთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, გაერთიანებულ ევროპაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მომავალი საერთოა, ერთ ბრძოლაში ვართ. ჩვენ წინააღმდეგ ომი ჰიბრიდული ხასიათისაა, მაგრამ ის მაინც ომია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას.
“დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. საქართველო და მისი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. როდესაც საუბარია მშვიდობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ომის მსხვერპლისთვის, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში იბრძვის – მაშინ, როდესაც უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ტერიტორიისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობა იყოს სამართლიანი, რადგან სხვაგვარად ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება.
ჩვენი მომავალი საერთოა. ჩვენ, ასევე ვიმსახურებთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, გაერთიანებულ თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში. მნიშვნელოვან მომენტში საქართველო თქვენს გვერდით დგას. საქართველო მშვიდობას გისურვებთ, რომელიც ხანგრძლივი და მთელი ევროპისთვის იქნება. ვიცით, რომ ერთ ბრძოლაში ვართ. ჩვენ წინააღმდეგ ომი ჰიბრიდული ხასიათისაა, მაგრამ ის მაინც ომია და ჩვენც ასევე, ყველასთან ერთად, თავისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვიმსახურებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს