სალომე ზურაბიშვილი – დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვესაუბრე. ხაზი გავუსვი იმას, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი არის პოლიტიკური, ახალი არჩევნებია!
დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




