Logo

სალომე ზურაბიშვილი – დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მისცემს მოსახლეობას საშუალებას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს

პოლიტიკა
1095
Frontnews image description

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მას სურს, იყოს დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს.

 

“საქართველოსთვის, დიდ გამოწვევებთან ერთად, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია. მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები, ახალი რიცხვები, ფიგურები, პერსპექტივები. ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები.

 

დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას და მსოფლიოს 2023 წელს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები