სალომე ზურაბიშვილი – დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, ისე როგორც არაერთხელ ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას, მის მომავალს.
ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა