სალომე ზურაბიშვილი – დღეს რაც მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება, “რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია


ავტორი
Front News საქართველო
კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წუწუნის დრო არ არის, ყურადღებით უნდა წავიკითხოთ და შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაცია.
“ფაქტს ვერ გავექცევით, მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული, არც ქალების ხასიათი.
მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა. დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის.
დღეს რაც მოგვივიდა, ეს არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე.
რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით.
პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. გაწევრიანების პერსპექტივა, ეს არის ის, რაც არავის უთქვამს აქამდე ჩვენთვის, თუ არა უკრაინა და ახალი გარემოებები ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ევროპა და მშვიდობა

სალომე ზურაბიშვილი – ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს

სალომე ზურაბიშვილი – რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი, რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ