სალომე ზურაბიშვილი – დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ


ავტორი
Front News საქართველო
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ “ღირსების ორდენით” დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ახლახან დაუწესეს სანქციები… როგორი რეაქცია უნდა გქონდეს?
სწორედ მაშინ, როცა “ქართული ოცნება” და პროპაგანდისტული არხი “იმედი” აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევა!!! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები”, – წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს