Logo

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

პოლიტიკა
1037
Frontnews image description

სალომე ზურაბიშვილი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

 

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა.

 

დღესვე ზურაბიშვილი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება, ხვალ კი პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიას​.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები