Logo

სალომე ზურაბიშვილი – ერთადერთი ომი არის ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ

პოლიტიკა
03.12.2024 / 11:27
Frontnews image description

ეს განცხადება ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს, იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, პროტესტს შეერთებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისივე თქმით, ერთადერთი ომი არის ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

“ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, პროტესტს შეერთებოდნენ. ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ლეგიონი“ საქართველოში მიმდინარე ვითარების გამო უკრაინიდან ჩამოსვლას აპირებდა. აღნიშნული თავად “ქართულმა ლეგიონმა” უარყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები