Logo

სალომე ზურაბიშვილი - ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის

პოლიტიკა
206
Frontnews image description

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეჟიმს თავისი ხალხის ეშინია, რადგან აღნიშნული რეჟიმი ხალხის უმრავლესობის ნებით არ არსებობს.

"ეშინია თავისი ხალხის, ეს ნათელია, ეს ხალხი იქნება მასიურად გამოსული რუსთაველზე, თუ სხვა ქალაქებში, თუ არ იქნება გამოსული, ფაქტია, რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის.

ეშინია ასევე, გარე ცვლილებების, უკრაინაში რაც ხდება, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს სანქციებს რაც დღეს დაინიშნა ამერიკის მიერ რუსეთის მიმართ და რომელიც შეიძლება გავრცელდეს, მეორადი სანქციების ფორმით, აქაურ სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი აღელვებს.

და შიდა სიტუაცია, რომელსაც მართავს ასევე რეპრესიებით, ხომ ვხედავთ თავისი მინისტრების მიმართ სხვადასხვა უწყებებში როგორი რეპრესიები მიმდინარეობს, ზეწოლა. შიში არის ერთადერთი ფორმა, რითაც დღევანდელ დღეს რეჟიმი მართავს ყველას... თვითონ ავრცელებს ამ შიშს იმიტომ, რომ თვითონ შეშინებულია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" და "ფორმულასთან" ინტერვიუში. 

Advertisement