Logo

სალომე ზურაბიშვილი – ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ

პოლიტიკა
394
Frontnews image description

მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

 

“ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ არც ერთი რეჟიმის დროს. ვიღაცამ არ მოიტანოს ახლა ის, რომ მანამდე, წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო. არ მთავრდება ეს, როგორც კი ხელისუფლება შედის თავის მმართველობის იმ პერიოდში, როცა გრძნობს, რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, ხალხში მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში. 

 

არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი, ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები