სალომე ზურაბიშვილი – ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც მოსახლეობაზე აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს


ავტორი
Front News საქართველო
ეს (ჩხრეკა) იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს საკუთარი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორსაც თვითონ ფიქრობს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა.
“ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს (ჩხრეკა) იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს საკუთარი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორსაც თვითონ ფიქრობს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.
ჩვენი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, თუ ფულით. ეს უნდა ჩაჰბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაჰბარდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს