სალომე ზურაბიშვილი - ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ძალები მზად არიან აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად

ავტორი
Front News საქართველო
მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს!ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქარტიისა და წინააღმდეგობის პლატფორმის გამოცდილება გვასწავლის, რომ ყოველგვარ პარტიულ თუ ვიწრო ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს ქვეყნის დამოუკიდებლობა.
"მივესალმები შექმნილ ოპოზიციურ ალიანსს! ასეთ დროს, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან ძირითად პრინციპებზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალები მზად არიან აიღონ ინიციატივა და იმოქმედონ ქვეყნის გადასარჩენად.
როგორც ქართული ქარტიის ინიციატორი, ამ წამოწყებაში ვხედავ მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის — რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად.
ქარტიისა და წინააღმდეგობის პლატფორმის გამოცდილება გვასწავლის, რომ ყოველგვარ პარტიულ თუ ვიწრო ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და განვითარება - მისი მომავალი. სწორედ ასეთი მომავლის ხედვა, რომელიც აერთიანებს ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას, შეძლებს პოლარიზაციის გადალახვას და ახალ ეროვნულ კონსოლიდაციას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




