Logo

სალომე ზურაბიშვილი – ეს რეზოლუცია ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის შედეგია

პოლიტიკა
1527
Frontnews image description

ევროპარლამენტის რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე აპელირებს, ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა  ევროპარლამენტის პარტიებთან,  –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, მას ბრიუსელში დახვდა „გაფუჭებული საქმე“,  რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში.  

 

“ეს გამოჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუზიაში. ყველაზე ნათლად გამოჩნდა  იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, ასეთი ტექსტი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათნადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომელიც მონაწილეობას იღებდა რეზოლუციის მომზადებაში. 

 

ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც ევალებოდა,  არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო, უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსერბობს. 

 

ეს რეზოლუცია ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის შედეგია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები