Logo

სალომე ზურაბიშვილი - ევროპა და საქართველო არის განუყოფელი, ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა

პოლიტიკა
8 საათის წინ / 18:01
Frontnews image description

ევროპა და საქართველო არის განუყოფელი, ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ.

"ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად, თუ ევროპაში. ამიტომ, ამის არდანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, ამ ქვეყნის დატოვება პირისპირ რუსეთთან, არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გაუკეთოს ამ ქვეყანას. ეს უნდა კარგად გვესმოდეს და ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ვგრძნობთ ევროპისგან, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები, ნამეტანი პატრიოტები ვართ, ევროპა არის სწორედ პატრიოტების, ევროპა არის იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement