სალომე ზურაბიშვილი – ევროპა გამოფხიზლდი!


ავტორი
Front News საქართველო
ის, რასაც ეს რუსი მარიონეტები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ თბილისის ქუჩებში, ევროპა და ევროპული იდეალებია. ევროპა გამოფხიზლდი! – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსაც მიმართავს.
“ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით!
დროა, გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!
პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.
პს. ეს ცხადია, არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან”, – წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა